martiviCV-ის შესახებ
ვინ ქმნის martiviCV-ს, რატომ და როგორ მოწმდება CV-ის შენიშვნები და სტატიები STCW-ისა და MLC-ის წესებით.
ბოლოს განახლდა 20.11.2026
1. ვინ ვართ
martiviCV (მარტივი CV) დამოუკიდებელი სერვისია ბათუმიდან. ის მეზღვაურებს საკრუინგო კომპანიისთვის ინგლისურენოვანი CV-ის მომზადებაში ეხმარება, სტატიებში კი გიყვებათ, რა უნდა ეწეროს მასში.
სერვისის ოპერატორი და საკონტაქტო მონაცემები ამ გვერდის ბოლოსაა.
2. რატომ შეიქმნა
საკრუინგო კომპანია CV-ს ინგლისურად და თავისი წესით ელის: პოზიცია, დოკუმენტები ვადებით, სერტიფიკატები STCW კოდებით და საზღვაო გამოცდილება კონტრაქტების მიხედვით. ასეთი CV ხშირად ძველი შაბლონით ან სხვისი დახმარებით კეთდება.
martiviCV ამას თქვენთვის ამარტივებს: მონაცემებს დოკუმენტებიდან კითხულობს და CV-ს ამ წესით ალაგებს.
3. როგორ მოწმდება შენიშვნები
პოზიციები, კვალიფიკაციის სერტიფიკატები (CoC), STCW კოდები და ვადები ერთ საცნობარო სიაშია თავმოყრილი, STCW კონვენციისა და კოდექსის, MLC 2006-ისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წესების მიხედვით. ყოველი წესი ავტომატურად მოწმდება ცალკე შედგენილი პასუხების ცხრილით, ამიტომ CV-ის შენიშვნა და სტატია ერთსა და იმავეს ამბობს.
შენიშვნები მხოლოდ გეხმარებათ და CV-ის გაგზავნას არ ზღუდავს. martiviCV დოკუმენტების ნამდვილობას არ ამოწმებს: ორიგინალებს საკრუინგო კომპანია ამოწმებს.
4. როგორ მზადდება სტატიები
სტატიებს სერვისის ოპერატორი ამზადებს. ყოველი წესი მოწმდება წყაროსთან და აპლიკაციის ტესტებთან. წყარო სტატიის ბოლოსაა მითითებული, ბოლო განახლების თარიღი კი სათაურის ქვეშ ჩანს.
შეცდომას თუ შეამჩნევთ, მოგვწერეთ: სტატიას გავასწორებთ და თარიღს განვაახლებთ.
5. თქვენი მონაცემები
ანგარიში საჭირო არ არის. CV თქვენს მოწყობილობაზე ინახება, ატვირთული დოკუმენტები კი მხოლოდ წასაკითხად იგზავნება და არ ინახება. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
6. კონტაქტი
- სრული სახელი
- ჯ. ცენტერაძე
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- 61001078277
- მისამართი
- ბათუმი, საქართველო
- ელფოსტა
- martivicv@gmail.com
- ტელეფონი
- 505 05 16 85