martiviCV
უკან

როგორ შევქმნათ CV martiviCV-ში

ბოლოს განახლდა 11.10.2026

1. რა არის martiviCV

martiviCV მეზღვაურის ინგლისურენოვანი CV-ის მომზადებაში გეხმარებათ. მონაცემები შეგიძლიათ დოკუმენტებიდან ავტომატურად წაიკითხოთ ან ხელით შეავსოთ, შედეგს კი შევსებისასვე ხედავთ.

რეგისტრაცია და პროგრამის დაყენება საჭირო არ არის. ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მეზღვაურის CV; ზოგადი CV ჯერ არ არის დამატებული.

2. დოკუმენტებიდან შევსება

შეგიძლიათ ატვირთოთ დოკუმენტის ფოტო, PDF ან Word ფაილი, მათ შორის ძველი CV. მკაფიო და სრულად ხილული გვერდი ინფორმაციის სწორად წაკითხვას ეხმარება.

ავტომატური წაკითხვისთვის დოკუმენტის გვერდები ან ტექსტი დროებით იგზავნება Google-ის Gemini AI სერვისში. წაკითხული მონაცემები CV-ის შესაბამის ნაწილებში გადადის. საეჭვო მონაცემები გადაამოწმეთ, დანარჩენი კი საბოლოო ნახვისას შეადარეთ ორიგინალს.

თუ ფაილი ვერ წაიკითხა ან ინფორმაცია აკლია, შეგიძლიათ ხელახლა ატვირთოთ ან მონაცემები ხელით ჩაწეროთ. ავტომატური წაკითხვის გამოყენება აუცილებელი არ არის.

3. ხელით შევსება და გადამოწმება

თუ დოკუმენტების ატვირთვა არ გსურთ, აირჩიეთ ხელით შევსება. მიუთითეთ რეალური ინფორმაცია. სადაც შესაბამისი არჩევანი ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ დოკუმენტი ან გამოცდილება არ გაქვთ.

გაგზავნამდე გადაამოწმეთ სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, გემების მონაცემები და თარიღები. martiviCV დოკუმენტების ნამდვილობას არ ადასტურებს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა.

4. სად ინახება CV

CV და პროფილის ფოტო ინახება იმ ბრაუზერში, რომელშიც მუშაობთ. ჩვენ CV-სა და ატვირთულ დოკუმენტებს სერვერზე არ ვინახავთ. ატვირთული დოკუმენტების დროებითი ასლები მხოლოდ გახსნილ გვერდზეა და გვერდის დახურვისას ქრება.

ბრაუზერის მონაცემების წაშლამ ან სხვა მოწყობილობაზე გადასვლამ შეიძლება მონაცემები წაშალოს. გადმოწერილი martiviCV PDF ფაილით CV-ის აღდგენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

საერთო კომპიუტერზე დასრულების შემდეგ წაშალეთ ადგილობრივი მონაცემები ფაილის მენიუდან. ჯერ გადმოწერეთ PDF, თუ CV კვლავ დაგჭირდებათ.

5. PDF და ფასი

CV-ის შექმნა, შეცვლა და ნახვა უფასოა. საცდელი PDF ხელმისაწვდომია წყლის ნიშნით. PDF-ში ტექსტის მონიშვნა და კოპირება შესაძლებელია; იგი CV-ის სურათი არ არის.

PDF წყლის ნიშნის გარეშე ღირს 15 ₾. ერთი გადახდა CV-ის შეცვლასა და შეუზღუდავ ჩამოტვირთვას 30 დღით უზრუნველყოფს.

თანხის სრული დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია 14 კალენდარული დღის განმავლობაში, PDF-ის ჩამოტვირთვის შემდეგაც. სრული წესები მოცემულია ფასისა და პირობების გვერდზე.

6. რას ნიშნავს წვდომის აღდგენა

შეკვეთის ნომრით შეგიძლიათ შეამოწმოთ, 30 დღიდან რამდენი დღე დარჩა, და აღადგინოთ წყლის ნიშნის გარეშე ჩამოტვირთვა მოქმედი ვადის ფარგლებში.

შეკვეთის ნომერი CV-ის მონაცემებს არ აღადგენს — ის მხოლოდ გადახდილ წვდომას ააქტიურებს. სხვა მოწყობილობაზე გადასასვლელად გადმოწერილი PDF ფაილი ატვირთეთ.

CV-ის შექმნა