martiviCVმეზღვაურებისთვის

This page is in Georgian. Read it in English

უკან

პირობები

ძალაშია 11.10.2026, ბოლოს განახლდა 18.11.2026

მოკლედ

  • CV-ის შევსება, შეცვლა და საცდელი PDF უფასოა.
  • მზა CV-ის ჩამოტვირთვა: 15 ₾, 30 დღე შეუზღუდავად.
  • გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის გვერდზე.
  • თუ სერვისით უკმაყოფილო ხართ, თანხის დაბრუნება 14 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
ამ გვერდზე

1. ვინ ვართ

martiviCV-ის ოპერატორია ჯ. ცენტერაძე. სრული მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ნაწილში „კონტაქტი“.

2. რას გთავაზობთ

martiviCV არის CV-ის შექმნისა და PDF-ის მომზადების ინსტრუმენტი. შეგიძლიათ მონაცემები ხელით შეავსოთ ან დოკუმენტიდან ავტომატურად წაიკითხოთ, შემდეგ კი გადაამოწმოთ და შეასწოროთ.

ეს პირობები აერთიანებს მომსახურების, გადახდის, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესებს. ისინი არ ზღუდავენ მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.

3. ფასი

CV-ის შექმნა, შეცვლა და წინასწარი ნახვა უფასოა. საცდელი PDF ხელმისაწვდომია წყლის ნიშნით.

წყლის ნიშნის გარეშე PDF-ის 30-დღიანი წვდომა ღირს 15 ლარი. ფასი საბოლოოა, დამატებითი საკომისიოს გარეშე. გადახდამდე ყოველთვის ნაჩვენებია მოქმედი ფასი.

4. გადახდა

გადახდა განხორციელდება საქართველოს ბანკის (Bank of Georgia) დაცულ გვერდზე. martiviCV არ მიიღებს და არ შეინახავს ბარათის მონაცემებს.

ფასიანი წვდომა გაიცემა მხოლოდ ბანკის მიერ გადახდის დადასტურების შემდეგ. გადახდის გვერდიდან დაბრუნება თავისთავად წარმატებულ გადახდას არ ნიშნავს.

თუ გადახდა გაუქმდა, არ დასრულდა ან მისი სტატუსი გაურკვეველია, განმეორებით გადახდამდე გადაამოწმეთ სტატუსი ან მოგვწერეთ.

5. რა შედის შეძენაში

ერთი წარმატებული გადახდა უზრუნველყოფს PDF-ის წყლის ნიშნის გარეშე შეუზღუდავ ჩამოტვირთვას 30 დღის განმავლობაში. ამ პერიოდში შეგიძლიათ CV შეასწოროთ და განახლებული PDF დამატებითი საფასურის გარეშე ჩამოტვირთოთ.

წვდომის ვადა იწყება ბანკში შეკვეთის შექმნის მომენტიდან, ჩამოტვირთვა კი იხსნება გადახდის დადასტურებისთანავე. ვადის გასვლის შემდეგ წყლის ნიშნის გარეშე ჩამოტვირთვა საჭიროებს ახალ 15 ლარიან გადახდას.

რეგისტრაცია საჭირო არ არის. შეინახეთ შეკვეთის ნომერი უსაფრთხოდ: ის წვდომის აღდგენის გასაღებია და შეიძლება სხვა პირმაც გამოიყენოს. შეკვეთის ნომრით აღდგება მხოლოდ დარჩენილი დღეები, არა CV-ის მონაცემები. სხვა მოწყობილობაზე CV-ის აღსადგენად ატვირთეთ ჩამოტვირთული PDF ფაილი.

6. თანხის დაბრუნება და გაუქმება

თუ მიღებული მომსახურებით უკმაყოფილო დარჩით, გადახდის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ გადახდილი თანხის სრული დაბრუნება, მაშინაც კი, თუ PDF უკვე ჩამოტვირთეთ.

თანხის დაბრუნებისთვის მოგვწერეთ martivicv@gmail.com-ზე. მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და გადახდის თარიღი. თუ შეკვეთის ნომერი დაკარგეთ, მოგვწერეთ და შევეცდებით გადახდის მოძებნას. ბარათის სრული ნომერი, უსაფრთხოების კოდი ან სხვა არაუცილებელი საბანკო მონაცემები არ გამოგვიგზავნოთ.

თანხის დაბრუნებას დავიწყებთ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე გადახდის არხით, საქართველოს ბანკის პროცედურების შესაბამისად. ბარათზე თანხის ასახვის დრო დამოკიდებულია ბანკზე და გადახდის პროვაიდერზე. თანხის სრული ან ნაწილობრივი დაბრუნების შემდეგ ამ შეკვეთის წვდომა წყდება.

7. ტექნიკური პრობლემა ან ორმაგი გადახდა

თუ თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ წვდომა ვერ მიიღეთ ან PDF ვერ ჩამოტვირთეთ, მოგვწერეთ. შევეცდებით წვდომის აღდგენას ან, თქვენი მოთხოვნით, დაგიბრუნებთ თანხას.

თუ ერთი და იმავე შეძენისას თანხა შეცდომით ორჯერ ჩამოგეჭრათ, მოგვაწოდეთ შეკვეთების ნომრები ან გადახდის თარიღები. დადასტურებული ზედმეტი გადახდა სრულად დაგიბრუნდებათ.

8. მონაცემები და კონფიდენციალურობა

შევსებული CV და პროფილის ფოტო ინახება თქვენს ბრაუზერში. CV-ის შინაარსი და ატვირთული დოკუმენტები ჩვენს სერვერზე არ ინახება. დოკუმენტის ავტომატური წაკითხვისას მისი წასაკითხი გვერდები ან ტექსტი დროებით იგზავნება Google Cloud-ის Vertex AI სერვისში (ევროკავშირი); დეტალები იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ბრაუზერის მონაცემების წაშლისას ან მოწყობილობის შეცვლისას CV შეიძლება დაიკარგოს. შეინახეთ ჩამოტვირთული PDF ფაილი: მისი ატვირთვით CV-ის მონაცემები აღდგება. შეკვეთის ნომერი ამ ფაილს არ ცვლის.

9. თქვენი პასუხისმგებლობა

გადაამოწმეთ ავტომატურად წაკითხული და ხელით შეყვანილი მონაცემები. გამოიყენეთ მხოლოდ ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომელთა გამოყენების უფლებაც გაქვთ. ახლო ნათესავისა და რეკომენდატორის კონტაქტის შეტანამდე აცნობეთ მათ, რომ მათ მონაცემებს CV-ში უთითებთ.

martiviCV არ ადასტურებს დოკუმენტების ნამდვილობას, არ არის დასაქმების სააგენტო და არ იძლევა დასაქმების გარანტიას. დამსაქმებელთან გაგზავნამდე შეამოწმეთ საბოლოო PDF.

სერვისი არ გამოიყენოთ კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, სხვისი უფლებების დასარღვევად ან გადახდისა და უსაფრთხოების წესების გვერდის ასავლელად.

10. ცვლილებები და დავები

პირობები შეიძლება განახლდეს. ახალი ვერსია გამოქვეყნდება ამ გვერდზე, თარიღით. ფასის ცვლილება უკვე შეძენილი წვდომის პირობებს არ შეცვლის.

თარიღირა შეიცვალა
18.11.2026დაემატა ინგლისური ვერსია.
16.11.2026დაემატა მოკლე შინაარსი და ცვლილებების ისტორია; ოპერატორის მონაცემები ერთ ადგილას, „კონტაქტშია“; წესები არ შეცვლილა.
11.11.2026სრული ან ნაწილობრივი თანხის დაბრუნებისას შეკვეთის წვდომა სრულდება.
25.10.2026ფასი წვდომის დღეებზეა და არა ერთ CV-ზე; წვდომა იწყება ბანკში შეკვეთის შექმნიდან; დაემატა თანხის დაბრუნების დაწყების ვადა.
11.10.2026პირველი ვერსია.

პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შეკითხვის ან დავის შემთხვევაში პირველ რიგში მოგვწერეთ martivicv@gmail.com-ზე. თქვენ გინარჩუნდებათ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება.

11. კონტაქტი

სრული სახელი
ჯ. ცენტერაძე
საიდენტიფიკაციო ნომერი
61001078277
მისამართი
ბათუმი, საქართველო
ელფოსტა
martivicv@gmail.com
ტელეფონი
505 05 16 85
CV-ის შექმნა