მარტივიCV

რა არის მარტივიCV

ავსებ ფორმას და გვერდითვე ხედავ, როგორ გამოიყურება მზა დოკუმენტი. როცა კმაყოფილი ხარ, ჩამოტვირთავ PDF-ად.

რეგისტრაცია, ანგარიში და პროგრამის დაყენება საჭირო არაა — საკმარისია ბრაუზერი. არც ხელოვნური ინტელექტია: ტექსტს თავად წერ, ჩვენ კი დალაგებაზე და ფორმატზე ვზრუნავთ.

ორი ფორმა, ორი განსხვავებული დოკუმენტი

ზოგადი CV ქართულადაა და გამოდგება სტუდენტისთვის, პირველი სამუშაოს მაძიებლისთვის და ყველასთვის, ვინც ქართულ ბაზარზე აკეთებს განაცხადს.

მეზღვაურის CV ინგლისურად იწერება, რადგან მას კრიუინგის მენეჯერი კითხულობს. მასში ცალკე განყოფილებებია დოკუმენტებისთვის, სერტიფიკატების ვადებისა და საზღვაო სტაჟისთვის — შემვსები ინტერფეისი კი ქართული რჩება.

რა ღირს

ფორმის შევსება და შედეგის ნახვა უფასოა — ლიმიტის, საცდელი ვადისა და ანგარიშის გარეშე. გადახდა მხოლოდ ჩამოტვირთვისთვისაა: 5 ₾, ერთჯერადად, ერთი CV-სთვის. ეს წვდომა 30 დღე მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტს რამდენჯერაც დაგჭირდება, იმდენჯერ ჩამოტვირთავ.

გადახდის შემდეგ იღებ შეკვეთის ნომერს. სხვა მოწყობილობაზე სწორედ ამ ნომრით აღადგენ წვდომას — ამიტომ ღირს მისი შენახვა.

სად ინახება შენი მონაცემები

CV-ის ტექსტი რჩება იმ ბრაუზერში, რომელშიც წერ. ჩვენს სერვერზე არ იგზავნება და ჩვენ ვერ ვკითხულობთ. გადახდას ამუშავებს საქართველოს ბანკი — ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ აღწევს.

ამას ერთი პრაქტიკული შედეგი აქვს: საერთო ან სამსახურის კომპიუტერზე მუშაობისას ნაწერი იმავე ბრაუზერში რჩება და სხვამაც შეიძლება ნახოს. დასრულების შემდეგ დააჭირე „ახალი CV“-ს.

რატომ აქვს ფორმატს მნიშვნელობა

ჩამოტვირთული ფაილი PDF-ია, რომელშიც ტექსტის მონიშვნა და დაკოპირება შესაძლებელია — არა სურათი. ეს იმიტომ, რომ ბევრი კომპანია CV-ს ჯერ ავტომატური სისტემით (ATS) კითხულობს, რომელსაც სურათი არ წაეკითხება. მარტივი, ერთსვეტიანი დოკუმენტი აქ უპირატესობაა, არა ნაკლი.

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია საჭიროა?

არა. ანგარიშს არ ქმნი და ელფოსტას არ ტოვებ. გადახდის შემდეგ იღებ შეკვეთის ნომერს, რომლითაც სხვა მოწყობილობაზეც აღადგენ წვდომას.

შემიძლია ჯერ ვნახო, როგორ გამოიყურება?

დიახ — სწორედ ეს არის ნაგულისხმევი. დოკუმენტი გვერდითვე იწყობა, სანამ ავსებ, და გადახდა მხოლოდ ჩამოტვირთვის მომენტში ხდება.

რამდენ ხანს მოქმედებს გადახდა?

30 დღე, ერთი CV-სთვის. ამ პერიოდში ტექსტს ცვლი და ხელახლა ჩამოტვირთავ დამატებითი გადახდის გარეშე.

რა მოხდება, თუ ბრაუზერს გავასუფთავებ?

ნაწერი წაიშლება, რადგან ის მხოლოდ იქ ინახება. გადახდილი წვდომა კი არ იკარგება — შეკვეთის ნომრით აღადგენ.

გამოცდილება არ მაქვს — მაინც ღირს CV-ის გაკეთება?

დიახ. საუნივერსიტეტო პროექტი, სტაჟირება, მოხალისეობა და სტუდენტურ ორგანიზაციაში მუშაობა იმავე გრაფაში იწერება, რაშიც ანაზღაურებადი სამუშაო.

გზამკვლევები

თუ კითხვა იმაზეა, რა ჩაწერო და არა როგორ იმუშაოს ფორმამ, სამი ტექსტია დაწერილი:

CV-ის შედგენა →