პირველი CV სამუშაო გამოცდილების გარეშე
ყველაზე მთავარი კითხვა პირველი CV-ის შედგენისას ერთია: რა ჩავწერო თუ ჯერ არსად არ მიმუშავია. პასუხი ისაა, რომ „გამოცდილება“ უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე ჩვეულებრივი ანაზღაურებადი სამუშაო.
რა ითვლება გამოცდილებად?
საუნივერსიტეტო პროექტი, სტაჟირება, მოხალისეობა, სტუდენტურ ორგანიზაციაში, მაგალითად უნივერსიტეტის თვითმმართველობაში მუშაობა და საოჯახო საქმეებში დახმარებაც კი — ყველა მათგანი იგივე გრაფაში იწერება, რაშიც ჩვეულებრივი ანაზღაურბადი სამუშაო. დამსაქმებელი ეძებს მტკიცებულებას რომ საქმე ბოლომდე მიგყავთ, ხართ შრომის მოყვარე და გაინტერესებთ განვითარება.
თუ კი რაიმე, რელევანტური მიღწევა გაქვთ ცხოვრებაში ის CV-ში იწერება.
როგორ უნდა აღწერო გამოცდილება
გამოცდილება შეგიძლია ორი ნაწილად გაყო: რა გააკეთე და რა შედეგი მოჰყვა. პირველი ნაწილი აღწერს მოვალეობას, მეორე კი აჩვენებს შედეგებს ან მიღწევებს.
- „ფბ გვერდის მართვა“ — მოვალეობაა.
- „ფბ გვერდის მართვა; სამ თვეში გამომწერების რაოდენობის 400-დან 1200-მდე გაზრდა“ — შედეგი.
ზოგიერთ შედეგს თუ მიღწევას რიცხვებით ვერ გაზომავ, ასეთ შემთხვევაში უშუალოდ გავლენის აღწერა შეგიძლია, მაგალითად: „ჩემამდე მორიგეების განრიგი ფურცელზე იწერებოდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი, ექსელში შევადგინე ცხრილი რამაც განრიგების მართვა გააუმჯობესა და აღმოფრხვა კონფლიქტები და გაუგებრობა“.
რამდენად გრძელი უნდა იყოს CV
ოპტიმალური CV ერთი გვერდისგან შედგება. ორ გვერდიან CV-ის უპირატესობა მაშინ აქვს როცა მეორე გვერდიც ისეთივე ძლიერი და ინფორმაციულია, როგორიც პირველი.
ფოტო
ზოგადი CV-სთვის ფოტო მნიშვნელოვანი არაა. ბევრ დიდ კომპანიაში CV-ს საწყის ეტაპზე ავტომატური პროგრამით კითხულობენ, ფოტო კი ავტომატურ წამკითხველს ხელს უშლის. გამონაკლისი ის სფეროა, სადაც ფოტოს სავალდებულოდ ითხოვენ — მაგალითად საზღვაო კრიუინგი, სადაც ის ჩვეულებრივი მოთხოვნაა.
ATS (CV-ის ავტომატური წამკითხველი) და რატომ აქვს ფორმატს მნიშვნელობა
ATS (Applicant Tracking System) არის პროგრამა, რომელიც შემოსულ CV-ებს ტექსტად გარდაქმნის, კითხულობს და ვაკანსიის მოთხოვნებს უსადაგებს. ესეთ სისტემას სჭირდება რეალური და მონიშვნადი ტექსტი — არა სურათი, ან ხატულები. რაც უფრო გარჩევადია CV მით უკეთესი.
ესეთი CV-ის პრაქტიკული შედეგები: PDF ფაილი, რომელშიც ტექსტის მონიშვნა და კოპირება შესაძლებელია; სვეტებისა და ცხრილების გარეშე დალაგებული განყოფილებები; ჩვეულებრივი სათაურები („გამოცდილება“, „განათლება“) მოგონილის ნაცვლად.
რა არ დაწეროთ ზოგად CV-ში
- პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ოჯახური მდგომარეობა, დაბადების თარიღი
- უნარები, რომლებსაც ვერ დაასაბუთებ გასაუბრებაზე.
- ელფოსტა, რომელსაც არ ამოწმებ ან არაა აქტიური.