მეზღვაურის CV: რა უნდა ეწეროს
მეზღვაურის CV ზოგადი CV-სგან იმით განსხვავდება, რომ მასში ველების დიდი ნაწილი სავალდებულოა, ხოლო ველების შევსება დოკუმენტებიდან ხდება, მაგალითად მეზღვაურის პასპორტიდან.
რატომ ინგლისურად
დოკუმენტს კითხულობს კრიუინგის მენეჯერი, რომელიც შეიძლება იყოს ბერძენი, ფილიპინელი, სინგაპურელი ან ნორვეგიელი. საზღვაო საქმეში ქართული ტექსტი მიღებული არაა, ამიტომ თავად CV ინგლისურად იწერება თუნდაც ინტერფეისი ან პროგრამა ქართული იყოს
ამ საიტზე მეზღვაურის CV-ის ველები ინგლისურადაა — სწორედ იმიტომ, რომ ტექსტი მარტივად შეუსაბამოდ შესაბამის დოკუმენტს.
ძირითადი განყოფილებები
- Position & availability — რომელ პოზიციაზე აკეთებ განაცხადს, რა პოზიცია გიკავია ახლა და რომელი რიცხვიდან ხარ თავისუფალი.
- Personal details — სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, საკონტაქტო მონაცემები.
- Documents & certificates — ბიომეტრიული პასპორტი, მეზღვაურის პასპორტი, ვიზები, სამედიცინო ცნობა, სერტიფიკატები.
- Sea service — შესრულებული კონტრაქტების ისტორია.
- Education & training — სასწავლებელი და კურსები.
- Next of kin — ვის დაუკავშირდნენ საჭიროების შემთხვევაში.
საზღვაო სტაჟის ჩანაწერი
ერთი კონტრაქტი ერთი ჩანაწერია და მასში შედის: პოზიცია, გემის სახელი, გემის ტიპი, დროშა, კომპანია, ასვლის და ჩამოსვლის თარიღები, ასევე გემის ტექნიკური მონაცემები — DWT, GRT, ძრავის ტიპი და სიმძლავრე.
ხანგრძლივობა თარიღებიდან გამოითვლება, ამიტომ მას ხელით ჩაწერა არ სჭირდება. თუ ჯერ კიდევ გემზე ხარ, ჩამოსვლის თარიღი ცარიელი რჩება და დოკუმენტში ის „Present“-ად იწერება
თანმიმდევრობა უახლესი კონტრაქტით იწყება: უახლესი კონტრაქტი პირველ რიგში.
ველები, რომლებიც მხოლოდ მეზღვაურის CV-ში გვხვდება
ფოტო. ზოგადი CV-სთვის ფოტო რეკომენდებული არაა, მეზღვაურის შემთხვევაში კი სტანდარტული მოთხოვნაა.
Overall size. სამუშაო ფორმის და დამცავი კომბინიზონის ზომა. გემზე მას წინასწარ ახვედრებენ მეზღვარუს.
Nearest international airport. მეზღვაურის სწრაფი ტრანსპორტირებისთვის: ბილეთს კომპანია ყიდულობს ამიტომ მნიშვნელოვანია, საიდან იწყება შენი მგზავრობა.
ფორმატი
PDF ფაილი, რომელშიც ტექსტის მონიშვნა და დაკოპირება შესაძლებელია. სკანირებული სურათებისგან აწყობილი CV ვერც პროგრამით იკითხება და ვერც კოპირდება, დოკუმენტების სკანები კი ცალკე იგზავნება.